logo
ENG



"იმ დონეზე მცემა, რომ ვეღარ ვსუნთქავდი" - მოზარდი ოჯახის წევრებს ძალადობაში ადანაშაულებს

30 იან 202122:55
3 წუთის საკითხავი
 

16 წლის მოზარდი, ლაშა ჯინჭარაძე მამას, ბიძას და ოჯახის სხვა წევრებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. მოზარდი ქობულეთში, დედასთან ერთად ცხოვრობს. 

მოზარდი ჰყვება,რომ მამა მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა. 16 წლის ლაშა ჯინჭარაძე ამბობს, რომ მამამ ხელი პირველად 7 წლის ასაკში დაარტყა, ქამრით სცემა. ის იხსენებს, რომ მამა წლების განმავლობაში სვამდა და დედამისსაც უსწორდებოდა ფიზიკურად.

ლაშა ჯინჭარაძე ამბობს, რომ სკოლაში მასწავლებლებმა და მანდატურმა ის ნაცემი რამდენჯერმე ნახეს, თუმცა არც ერთხელ პოლიცია არ გამოიძახეს. 

შაბათის ფორმულას რესპონდენტი ამბობს, რომ ძალადობა იმის შემდეგაც გაგრძელდა, რაც დედამ ბებიასთან დატოვა და თვითონ ემიგრაციაში წავიდა. მისივე თქმით, მამის ნაირად მასზე ძალადობა ბიძამ და ბებიამ დაიწყეს. 

"სულ იმის შიშით ვიყავი, რომ მთვრალი მოვიდოდა და მცემდა. ჩუსტს მირტყამდა, ქამარსაც. თავიდან დედის მიმართ იყო ეს ძალადობა, მერე როცა წამოვიზარდე და დავიწყე დედაჩემის დაცვა, მერე უკვე ჩემზე სწევდა ხელს. მიზეზი შეიძლება ყველაფერი ყოფილიყო. ისე დაურტყამს, რომ ცხვირიდან სისხლი რამდენჯერმე წამომსვლია, ტუჩიც მქონდა გახეთქილი..

ბიძამ დამაგდო იატაკზე, მანამდე გამომეკიდა, ცემა დამიწყო. რატომ არ ვიცი ახლაც. ბებია ხელის დარტყმას ვერ მიბედავდა, თუმცა შეურაცხყოფებს მაყენებდა და მუდმივად ფსიქოლოგიურად ძალადობდა...ერთხელ საავადმყოფოში მოვხვდი, რეზინის ჩუსტებით მცემა. იმ დონეზე მცემა, რომ ვეღარ ვსუნთქავდი...ბოლოს დაიჭირეს, ძაან რომ გვცემა, სისხლებში რომ ვეგდე", - ამბობს მოზარდი. 


close დახურვა